რევაზ ჩელებაძე: არაა გამორიცხული, კვირკველია "რუბინში" დარჩეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი არ გამოცვალოს. ამის შესახებ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ განუცხადა.

- კვირკველია სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას "რუბინში" იწყებს. კლუბს მისი გაშვება არ სურს.

- სხვა კლუბებიდან აქვს შემოთავაზებები?
- კი, მაგრამ მე ჯერ არავინ დამკავშირებია.

- ანუ, შესაძლოა, კვირკველია "რუბინში" დარჩეს?
- არაა გამორიცხული. ამ კლუბმა აქცია საბა იმ ფეხბურთელად, ვინც დღესაა და ვისზეც ყველა საუბრობს. დარწმუნებული ვარ, რომ ის "რუბინს" გამოადგება, საბა
ძლიერი მცველია.

"რუბინი" შესანიშნავი გუნდია და თუ კვირკველია კლუბში დარჩა, ის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცევა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინ დაარქვა ამ ჩელებაძეს აგენტი. ტიპი ღუპავს ქართველ ფეხბურთელებს. რუსული კლუბის გარდა სხვაგან არსად წაყვანა შეუძლია. თვითონ იღებს კარგ გასამრჯელოს და მერე სულ კიდია რა მოხდება.
beqa
13 იანვარი 2017 13:16
0
ეს ჩელედიდი მაფიოზია დადარწმუნებული ვარ ფუზე ვაჭრობს ისე როგორც ანანიძესთა
sss
13 იანვარი 2017 13:02
0
ძალიან ცუდი!... მეეჭვება,რომ დარჩეს და გახდეს კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი.სიტყვები,მგონი სიტუაციის განმუხტვას ემსახურება,მაგრამ განმუხტავს...?თუ არ უშვებენ,ე.ი.არ დააკლეს სატრანსფერო ფასს და...პ.ს.ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გაითვალისწინოს,რომ რუსეთში(და სხვაგანაც)დაებულ კონტრაქტში თითოეული მუხლი ძალიან კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი და კონკრეტული ,,გასაშვები,, სატრანსფერო ფასი უნდა ჩაეწეროს!...,,ბლატზე,,უფრო მეტი,,ბლატით,,დაგელაპარაკებიან და ვერაფერს გახდებით...
ზაზა
13 იანვარი 2017 11:43
0
ამ ბიჭსაც გვიღუპავენ მგონია.
სოსო
13 იანვარი 2017 11:18
0
es bihi martla alalad mecodeba,
qartvelobisatvis isjeba vinmem federaciidan gaucodet daxmarebis xeli xom heidzleba.
TAMAZIKO
13 იანვარი 2017 09:18
0
ჩელებაძე რა საყვარელიაააააა!
aleko
13 იანვარი 2017 08:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული