ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "სამტრედიას" ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ზივზივაძემ დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ზივზივაძე ამპლუით ცენტრალური ფორვარდია, მას მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაშია. ის სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი მარცხენა აქვს", - განაცხადა "ესბიერგის" სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ "ესბიერგში" ოთარ კაკაბაძეც თამაშობს. კლუბისს ოფიციალური საიტის ცნობით, ზივზივაძე და კაკაბაძე ერთ ოთახში იცხოვრებენ.

19 ქულით "ესბიერგი" 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნეტა ყველამ ესეთ უხეირო გუნდში ითამაშოს :D
asd
30 იანვარი 2017 02:54
0
ამ ტრანსფერით ბუდუმ როგორც სპორტსმენმა ყველაფერი თქვა სკუთარ თავზე და განაცხადა რომ ის არ არის ღირსი სამტრედიაში ითამაშოს.
მან ვერც ნაკრებში ივარგა.
ახლა მთავარია ხელფასი მაინც შეირგოს ამ უხეირო დანიურ კლუბში.
ელოდე ბუდუ აწი კიდევ წლები ევროპალიგა ან ჩემპიონთა ლიგა თამაშს.
ჯორდანო უბრუნებელი
30 იანვარი 2017 02:19
0
davai budulai, tarmatebebi!
irakli
30 იანვარი 2017 01:38
0
აი ეს ტრანფერი მეტყველებს იმაზე ტუ რა სიტუაციასჰი იმყოფება ქარტული ფეხბურტი,გუნდი რომელიც გავიდა ლიგის შესარჩევში მისი საუკეტესო ფეხბურტელი ტოვებს გუნდს და გადადის აუტცაიდერთა რიგებში,ვაი ჩვენ დგეს უბედურს,წარმატებები ბუდუ,მაგრამ მგონია ზაან ცუდი არჩევანია,გმერთით ვცდები...
aba he
30 იანვარი 2017 01:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული