ახლახან 24 წლის მცველი ლატვიურ "რიგასში" ჩაირიცხა. ეს გუნდი იქაურ 8-გუნდიან ვირსლიგაში (უმაღლესი) შარშან მე-6 ადგილზე გავიდა. "რიგასში" თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი და გორის "დილასა" და მოსკოვის ცსკა-ს ექსნახევარმცველი, საქართველოში დაბადებული ნიკა ფილიევი თამაშობენ.
ლაშა შერგელაშვილს "ლელო" ტრანსფერსა და ახალ გუნდზე ელაპარაკა:
"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე
მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ჩემპიონატის დონე საქართთველოს უმაღლესი ლიგისგან დიდად არ განსხვავდება, მჯერა, ეს წინსვლაში დამეხმარება", - ამბობს შერგელაშვილი.
მისივე თქმით, ლატვიურ კლუბს ადვილად შეეწყო:
"დიდი ხანი არ არის, რაც გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ფეხბურთელები თუ მწვრთნელი ძალიან თბილად დამხვდნენ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ამან ძალიან გამახარა".
შერგელაშვილი ამბობს, რომ "რიგასი", განსხვავებით იმისგან, რაც საქართველოში იწერება თუ ითქმება, ამბიციური კლუბია:
"გუნდმა წინა სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და ბევრს ჰგონია, რომ ახალ ჩემპიონატშიც მაჩანჩალა, უამბიციო კლუბი იქნება. რეალურად, სეზონის დასრულების შემდეგ "რიგასში" ბევრი რამ შეიცვალა და მეც სწორედ ამის გამო წამოვედი აქ.
როგორც ვიცი, ამ ეტაპზე გუნდი საკმაოდ გაძლიერდა და ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას. იმედია, წარმატებას მივაღწევთ და ჩემი მოლოდინი გამართლდება. ამას ხელს უწყობს კლუბის გარემო, ფინანსური და სავარჯიშო პირობები, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"