მოგეხსენებათ, მან გასული სეზონი "დინამოში" ჩაამთავრა. მას კარიერის გაგრძელება სლოვაკურ "ზლატე მორავცეში" შეეძლო, რომელსაც თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი, იურაი იარაბეკი წვრთნის.
ბოლო წლებში ჭანტურიშვილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ჭანტურიშვილი ქართველმა გულშემატკივარმა "ზესტაფონში" გაიცნო, სადაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ თბილისის
ისე, "ოლეკსანდრია" უცხო გუნდი არ არის ქართველი ფეხბურთელებისთვის. ცოტა ხნის წინათ სწორედ აქ თამაშობდა საქართველოს ნაკრების გარემარბი დავით თარგამაძე, რომელიც ფეხბურთს ტრავმის გამოა ჩამოშორებული...
როგორც ვთქვით, "ოლეკსანდრია" მეოთხე ადგილზეა უკრაინის პრემიერლიგაში, არადა, ფინანსური და საკადრო თვალსაზრისით, ეს კლუბი უკრაინის ჩემპიონატში მოასპარეზე არაერთ გუნდს ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმატებებში უდიდესია მწვრთნელ შარანის წვლილი.
საკმარისია აღინიშნოს, რომ შემადგენლობა მთლიანად უკრაინელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. არიან მოთამაშეები, რომელთაც "ოლეკსანდრიას" უკრაინული ფეხბურთის გრანდებიდან - კიევის "დინამოსა" და დონეცკის "შახტარიდან" ჰყავს იჯარით აყვანილი.
ერთი სიტყვით, "ოლეკსანდრია" ჭანტურიშვილისთვის შეიძლება იქცეს ტრამპლინად უკრაინულ გრანდებში...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"