მჭედლიძის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარსელო კარლიმ ისაუბრა.
"მჭედლიძესთან პრობლემები არ გვაქვს. კონტრაქტით მას ჩვენთან კიდევ ერთი წელი აკავშირებს. მასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებასაც მივაღწიეთ.
მჭედლიძის არყოფნის მიზეზი მისი ტრავმაა. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეს გასულ მატჩებშიც გამოჩნდა. ამიტომ ვიმედოვნებთ, მწყობრში მალე ჩადგება", -
როგორც pianetaempoli.it-ი წერს, მჭედლიძისადმი ინტერესს პრემიერლიგის გუნდი, ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენს და იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებებიც დაიწყო, თუმცა "ემპოლის" დირექტორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ტოტენჰემთან" მჭედლიძეზე მოლაპარაკებებს ვმართავდით. თუ რაიმე სიახლე იქნება, მხოლოდ ივნისში. მანამდე კი ტრავმის მოშუშებას და მის მოედანზე დაბრუნებას ველით", - განაცხადა კარლიმ.