ოქრიაშვილმა ულამაზესი დრიბლინგით "ლოკომოტივის" ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ორი ქართველის გუნდი შეხვდა ერთმანეთს. საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა

კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა, რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.

ერთ-ერთ მომენტში ოქრიაშვილი ორ ფეხბურთელს გასცდა ულამაზესი დრიბლინგით და შემდეგ პასი თანაგუნდელს გადააწოდა.

აღსანიშნავია, რომ 88-ე წუთზე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ეჰ ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს 15 წუთის მეტს არ ათამაშებენ კლუბში(ხანდახან საერთოდ არ ათამაშებენ). არადა ოქრი მთელი გულით თამაშობს და არ იმსახურებს ასეთ მოქცევას.
kika
14:30 14-03-2017
0
მერე?! რამე ჟესტით არ აღნიშნა წარმატებული დრიბლინგი? დასაწერიც რო აღარაფერია ეგაა უბედურება.
lexa
12:17 14-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული