შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი 23 წლის მცველის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს და ფეხბურთის ფედერაცია მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, უშედეგოდ.
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მის გუნდში შენი ხილვა სურს. ეს საკითხი ჯერ არაა დახურული?
- დახურულია. არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გავაკეთე.