არ ვჩქარობ - ავთო ებრალიძე პორტუგალიურ და კვიპროსულ კლუბებს სურთ

AutoSharing Option
14 აპრილს პორტუგალიურ გაზეთ “რეკორდში" გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ჟილ ვისენტეს" ქართველ ნახევარმცველ ავთო ებრალიძით ერთბაშად სამი კლუბია დაინტერესებული.

წყაროს ინფორმაციით, სამიდან ორი პორტუგალიურია და ორივე პრიმეირა ლიგის კლუბი- "ბოავიშტა" და "პაკოშ ფერეირა", მესამე კი კვიპროსული "ლიმასოლია".

Sportall.ge ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაცია მასთან გადაამოწმა.

"კი, ამ ეტაპზე კონკრეტული ვარიანტები ესენია, მაგრამ ინტერესი სხვა კლუბებიდანაცაა. პორტუგალიური კლუბების ხელმძღვანელები ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ, კვიპროსიდან კი მე დამირეკეს.

პირადად მე ცენტრალურ ევროპაში მსურს დარჩენა. გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ვჩქარობ და არც ვღელავ
- თვენახევარი მაქვს სათამაშო და რატომ ვიჩქარო? კონტრაქტი როგორც კი ამომეწურება, გადავხედავ შემოთავაზებებს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად გავაგრძელებ კარიერას", - გვითხრა ებრალიძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი მოქმედ კლუბთან თვენახევარში ეწურება და მისი თქმით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ კლუბს შეიცვლის.

- "საქართველოს ნაკრებში მაშინ დავბრუნდები, როცა "ჟილ ვისენტეზე" უკეთეს კლუბში ვიქნები"
მკითხველის კომენტარები / 3 /
midi avto, daumtkize am kajebs!
kai bichi
15:32 16-04-2017
0
მიდი ავთო მიაწექი! წარმატებები!
ზურა
07:37 16-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული