"ორდაბასი" "ყიზილ-ჯარს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი 59-ე წუთზე გოგიტა გოგუამ პენალტით გაიტანა. ის და ოთარ მარცვალაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
ქართველთა "ატირაუმ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "კირანი". უჩა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ლადო დვალიშვილს არ უთამაშია.
რამდენიმე მატჩი მოგვიანებით გაიმართება - კახა ცხადაძის "ქაირათი" "თარაზს" უმასპინძლებს.