[ლეგიონი] აზერბაიჯანული ვერცხლი და ბრინჯაო ქართველებს!

AutoSharing Option
პორტუგალიის პრიმეირაში მორიგი "მშრალი" მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ.

24 აპრილს მისი გუნდი "მორეირენშე" ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "შავიშს" დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა - ფრე 0:0.

მასპინძელთა ძირითადმა მეკარემ მატჩი სრულად ჩაატარა. ეს მაკარიძისთვის ჩემპიონატში ჩატარებული მეხუთე მატჩია, რომელშიც კარის მშრალად შენახვა შეძლო. მისი გუნდი კი 25 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებს, რომელიც ელიტურ ლიგაში ადგილის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "გაბალა" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ. დერბი ნიკა კვეკვესკირის გუნდმა მოიგო
(4:3) და ვერცხლის მედლები გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის წინ ზაურ სვანაძის გაწვრთნილ "ინტერს" უკვე ჯიბეში ედო აზერბაიჯანული ბრინჯაო.

კვეკვესკირი და "ინტერის" რიგებში ზურაბ ხიზანიშვილი ძირითადში იყვნენ. ნიკა "გაბალას" თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საგოლე გადაცემით შეეწია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული