24 აპრილს მისი გუნდი "მორეირენშე" ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "შავიშს" დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა - ფრე 0:0.
მასპინძელთა ძირითადმა მეკარემ მატჩი სრულად ჩაატარა. ეს მაკარიძისთვის ჩემპიონატში ჩატარებული მეხუთე მატჩია, რომელშიც კარის მშრალად შენახვა შეძლო. მისი გუნდი კი 25 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებს, რომელიც ელიტურ ლიგაში ადგილის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "გაბალა" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ. დერბი ნიკა კვეკვესკირის გუნდმა მოიგო შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის წინ ზაურ სვანაძის გაწვრთნილ "ინტერს" უკვე ჯიბეში ედო აზერბაიჯანული ბრინჯაო.
კვეკვესკირი და "ინტერის" რიგებში ზურაბ ხიზანიშვილი ძირითადში იყვნენ. ნიკა "გაბალას" თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საგოლე გადაცემით შეეწია.