"ურალის" ფანებმა ჯიმი ტაბიძე "სპარტაკთან" მატჩის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
"ურალის" ქართველმა ლეგიონერმა ჯიმი ტაბიძემ საკლუბო დონეზე ორწლიანი შესვენების შემდეგ (აქ დუბლებს და ამხანაგურ თამაშებს არ ვგულისხმობთ) პირველად მოსკოვის "სპარტაკთან" 0:1 წაგებულ მატჩში ითამაშა.

ჯიმი ტაბიძე: ძალიან მინდოდა, ჯანო ანანიძის წინააღმდეგ 90 წუთი მეთამაშა

ჩვენებურს დებიუტი შესანიშნავი გამოუვიდა, მან მწვრთნელისა და მედიის შექება დაიმსახურა. კეთილგანწყობილები შეხვდნენ ჯიმის დებიუტს "ურალის" ფანებიც.

კლუბის ოფიციალურ საიტზე ფანების გამოკითხვით, მან "სპარტაკთან" მატჩში საუკეთესოობისთვის ბრძოლა მხოლოდ მეკარე ნიკოლაი ზაბოლოტნის დაუთმო და მეორე ადგილზე გავიდა. ფანებმა კი, ტრადიციულად, მატჩის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

ტაბიძე ბელგიური "გენტის"
სარეზერვო გუნდიდან გადავიდა რუსულ კლუბში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული