newsnowgr.com-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია ერთ-ერთ რუსულ კლუბს აინტერესებს და დიდი შანსია, ათენის აეკ-ის ყოფილმა მწვრთნელმა კარიერა რუსეთში გააგრძელოს.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ქეცბაიას მოლაპარაკება ჰქონდა "ანორთოსისთან", მაგრამ მან ყოფილ გუნდში სამსახური ვერ მიიღო. წყარო ამტკიცებს, რომ ქეცბაიას კვიპროსიდან წასვლა დიდად არ სურს, თუკი სოლიდურ წინადადებას მიიღებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.