[ლეგიონი] საბა კვირკველია რუსეთის თასის მფლობელია

AutoSharing Option
2 მაისს, რუსეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" ჯიმი ტაბიძისა და გიორგი ჭანტურიას "ურალს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

კვირკველია მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. "ურალის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემაც, გიორგი ჭანტურიას კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ამგვარად, საბა კვირკველიამ მოსკოვის "ლოკომოტივში" თავის პირველივე სეზონში ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი "ლოკომოტივში" იჯარის წესით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა, მოსკოვურ კლუბს კი მისი გამოსყიდვა სურს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვცულოცავ საბას პირველ ტიტულს ლოკოში.იმედია ბოლომდე გამოისყიდიან და ამოვა იმ ჭაობიდან.ისე ბოლოს ჩხუბიც კარგი გამოვიდა.ტაბიძეც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა,ყოველ შემთხვევაში რასაც მე ვუყურე.
სოსო
21:56 02-05-2017
0
საბა გილოცავ, გაიხარე. ასეთი წარმატებები საქართველოს ნაკრებშიც მოგცეს ღმერთმა.
gizog
09:38 03-05-2017
0

სიახლეები პოპულარული