ბუბა დაუშვილი: რა თქმა უნდა, დავფიქრდები...

AutoSharing Option
ბოლო მატჩებია, საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი უნგრული "დიოშდიორის" შემადგენლობაში არ ჩანს. მართალია, ეს კლუბი შინაურ ჩემპიონატში მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 34 ქულით მე-10 ადგილზეა, მაგრამ უნგრული მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ყველაზე სტაბილურად ამ გუნდში სწორედ დაუშვილი ასპარეზობს...

დავინტერესდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და უნგრეთში დავუკავშირდით...

- ბოლო მატჩებში არ ჩანდით "დიოშდიორის" შემადგენლობაში. რაშია საქმე?
- მხრის ტრავმა მივიღე და ამან გარკვეული პერიოდი გამაცდენინა. ახლა ყველაფერი კარგადაა, უკვე შევუდექი ვარჯიშს და მალე თამაშსაც დავიწყებ. ასე
რომ, საგანგაშო არაფერია.

- ზოგადად, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდით, უნგრეთის ჩემპიონატით?
- საშუალო დონეა. მინდა, უკეთეს ლიგასა და უკეთეს კლუბში გადავიდე.

- "დიოშდიორი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. დაძაბული სეზონი კი გამოდის...
- სეზონი მართლაც ძალიან დაძაბულია. ოთხი გუნდი იბრძვის უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გუნდიცაა. სეზონის ბოლოა და, როგორც იტყვიან, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.

- ინფრასტრუქტურის მხრივ როგორი მდგომარეობაა უნგრეთში?
- ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა როგორც კლუბში, ისე ზოგადად ჩემპიონატში. ინფრასტრუქტურულად უმაღლეს დონეზეა აქ ყველაფერი, ერთი აწყობილი მექანიზმია.

- ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული შეთავაზება?
- ჯერ არაფერია გარკვეული.

- სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში გუნდის დატოვებაზე დაფიქრდებით?
- რა თქმა უნდა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მაგარი კითხვაა - ,,სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში გუნდის დატოვებაზე დაფიქრდებით?"
შეიძლებოდა, რომ პასუხი ყოფილიყო - ,,არა, მე დიოშგიორი ყველა გუნდს მირჩევნია"?
Burton
12:25 06-05-2017
0
წარმატებები!
bubas
13:23 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული