[ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]
მატჩის შემდეგ "არკას" ოფიციალურ საიტზე ქართველის კომენტარი გამოჩნდა:
"როცა მოედანზე შემოვედი, გუნდზე ვფიქრობდი და არა ჩემს ონდივიდუალურ შესაძლებლობებზე. გოლი უნდა გაგვეტანა თასის მოსაგებად და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ შეძლო ეს - გოლი ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
ძალიან გახარებული ვარ, რომ შეხვედრაში ჩვენ ვიმარჯვეთ. ახლა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე
მოედანზე "ლეხი" დომინირებდა, მაგრამ ჩვენ ფონს კონტრშეტევებით გავდიოდით. მახსოვს, რომ ბურთი მატეუშ შვოხმა მომცა და ჩვენი ნახევრიდან დავიწყე სირბილი და გავიტანე.
ჩემთვის ეს პირველი სეზონია "არკაში" და გუნდთან ერთად უკვე ტიტული მოვიგე - პოლონეთის თასი! მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე!
ეს თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა - ფეხბურთელების, მწვრთნელების. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელიც ერთად იმარჯვებს.
პოლონეთის ლიგა ძალიან თანაბარძალოვანია. შესაძლოა, სხვებისგან "ლეხი" და "ლეგია" გამოირჩევიან, მაგრამ დანარჩენებს ერთმანეთთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლიათ და გამარჯვების მიღწევის შანსი ყველას აქვს.
ჩემი აზრით, ჩვენ შევძლებთ ელიტაში დარჩენას. არ ვიმსახურებთ დაქვეითებას, რადგან საკმაოდ კარგი გუნდი ვართ საამისოდ. ამ კვირებში კი უნდა შევეცადოთ და ამ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა 21 წლის ქართველმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა "არკაში". ჩემპიონატში მან სულ 2 თამაშში (39 წუთი) მიიღო მონაწილეობა, პოლონეთის თასზეც მას 2 თამაში უგროვდება.
"არკა" დღეისათვის გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 6 ტური რჩება. ეს "არკას" 88-წლიან ისტორიაში მეორე დიდი ტიტულია. პირველიც პოლონეთის თასი იყო, რომელიც გუნდმა 1979 წელს მოიპოვა.