[ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს, პოლონეთსა და რუსეთში სათასო ფინალები გაიმართა.

პოლონეთში "არკამ" 2:1 დაამარცხა "ლეხი" და მეორედ მოიგო საპატიო ჯილდო (პირველად - 1979 წელს). მატჩის ძირითადი დრო 0:0 მორჩა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ზარანდია "არკას" რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა, დამატებით დროში კი, 112-ე წუთზე, ბრწყინვალე სოლო-რეიდით შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გოლით ანგარიში 2:0 გახდა, რამაც "არკას" გადამწყვეტი უპირატესობა მისცა. 119-ე წუთზე "ლეხმა" საპასუხო გოლის გატანა შეძლო - ეს იყო და ეს!

* * *
საბა კვირკველიამ კი რუსეთის თასი მოიგო. მისმა "ლოკომოტივმა" ფინალში შანსი არ დაუტოვა "ურალს" - 2:0. საქართველოს ნაკრების მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა, "ურალში" კი სრულად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ (გიორგი ჭანტურია ჯერაც ტრავმირებულია).

მატჩის მიწურულს მინდორზე ჯგუფური ჩხუბი ატყდა, რის გამოც არბიტრმა ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი გააძევა მინდვრიდან...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
გუშინვე, ქართველებმა ევროპაში საჩემპიონატო მატჩებიც გამართეს. ყაზახური პირველობის მორიგ ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი" ჩემპიონ "ასტანას" ესტუმრა. შეხვედრა 1:1 დასრულდა, არადა, ჩვენებური სპეციალისტის გუნდი იგებდა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაუშვა.

იმავე ჩემპიონატში "ატირაუმ" შინ 1:0 სძლია "ქაისარს". მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ, ხოლო ლადო დვალიშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს.

ქართულ დერბიში პავლოდარის "ირტიში" შინ 0:1 დამარცხდა "ორდაბასისთან". წაგებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა. გოგიტა გოგუა ("ორდაბასი") 63-ე წუთზე შეცვალეს, ოთარ მარცვალაძე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წრმატებები ბიჭებს.!ისე ეს არკა მაგარი ფარჩაკი გუნდია და აქ ზამენობა ცოტა უხერხულია.ლოკოს ოდნავადაც ვერ შევადარებ.
gverda
13:59 03-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული