ცნობილმა რუსულმა გამოცემა football.kulichki.net-მა 24 წლის ქართველ ფორვარდს პრემიერლიგის 27-ე ტურში "კრასნოდართან" გატანილი გოლი დაუფასა, რომლის წყალობითაც "ორენბურგმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - 1:0.
- ელგუჯა ლობჯანიძე: რა თქმა უნდა, მეც მიჩნდება ამბიცია!..
- [ლეგიონის უქმეები] ცხრა გოლი, ჯანოს და ჯაბას ტიტულები [VIDEO]
"ქართველმა წინა ხაზში კარგად ითამაშა. ტანადი ფორვარდი ანდამატივით იზიდავდა გრძელ პასებს, იბრძოდა მეორე სართულზე, ამარაგებდა პასებით თანაგუნდელებს. რაც მთავარია, მეტოქის კარზე მთავარი საფრთხე სწორედ
ელგუჯას გატანა მანამდეც შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასვლა მოახერხა, მაგრამ სინიცინთან დუელი წააგო. სამაგიეროდ, შეცდომა მალევე გამოასწორა, როდესაც "კრასნოდარის" გოლკიპერის მორიგი სეივის დროს გამოვარდნილ ბურთს დაუდარაჯდა.
ლობჯანიძე გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაშიც დაეხმარა - უკან იხევდა სტანდარტების დროს. ფაქტია: ლობჯანიძემ 14 საჰაერო ორთაბრძოლიდან 10 მოიგო", - წერს საიტი.
ლობჯანიძის გუნდს 26 ქულა აქვს და ელიტურ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.