"მოქალაქეობის მიღება პრობლემა არ იქნება, მით უმეტეს, თუ სფფ-ს მხარდაჭერაც მექნება"

AutoSharing Option
უკრაინული "ოლიმპიკის" ოფიციალურ საიტზე კლუბის ქართველ მცველ თემურ ფარცვანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მას საქართველოს მოქალაქეობაზეც ჰკითხეს.

- მოქალაქეობის მიღების საკითხი როგორაა?
- ამ საკითხის მოსაგვარებლად მალე საქართველოში გავემგზავრები. უნდა ჩავიდე და აუცილებელი პროცედურა გავიარო. ვფიქრობ, მოქალაქეობის მიღება პრობლემა არ იქნება, მით უმეტეს, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა მექნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს უკრაინის მოქალაქეობის მქონე 25 წლის მცველისადმი ინტერესი აქვს.


მკითხველის კომენტარები / 6 /
რად უნდა საქართველოში ჩასვლა მოქალაქეობის მიღებას? ონლაინ აპლიკაციას ავსებ და 2 ადამიანს რეკომენდატორს წარადგენ, ფულს კი ბანკით იხდი, თუ გეშინია რომ შენმა ბანკმა არ გაგქცეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებსო მაშინ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია შენს მაგივრად გადაიხადოს ფული. ეგაა რომ როგორც კი გაიგებენ უკრაინაში რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოო, შეიძლება მაშინვე ანულირება გაუკეთონ მის უკრაინულ პასპორტს და საზღვარზეც არ შეუშვან, ეხერხებათ ასეთი რამ.
QWERTY
11:54 13-05-2017
0
მაგრა გააძლიერებს კრაის, გარემარბადაც შეუძლია, ჩათვალეთ მარჯვენა პრობლემა მოიხსნა. პასიც კაიაქ, სისწრაფეც, ტექნიკურია და პოზიციურადაც კარგია, ფიზიკაც გადასარევი. კარგია.უნდა მოუგვარონ, ამდენხანაც უნდა მოეგვარეებიათ და ცერბეთთან მოვიგებდით
ლევანი
12:07 13-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული