[ლეგიონი] "ქართული დერბი" გიორგი მერებაშვილმა მოიგო

AutoSharing Option
დანიის ჩემპიონატში ევროპალიგის საგზურის მაძიებელთა პლეი ოფის მეორე შეხვედრაში "სილკებორგმა" 2:1 დაამარცხა "ოდენსე" და რაკი პირველი მატჩი 1:3 ჰქონდა წაგებული, ბრძოლას გამოეთიშა. "სილკებორგის" რიგებში სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო დავით სხირტლაძემ.

უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი ოფის მეორე მატჩში "ვიბორგმა", რომელსაც "ჰორსენსთან" პირველი შეხვედრა 3:0 ჰქონდა მოგებული, 0:1 დამარცხდა. "ვიბორგში" მათე ვაწაძე სათადარიგო იყო.

* * *
პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ გუნდებს შორის "არკამ" 0:1 წააგო "პლოცკთან". წაგებულთა რიგებში 70-ე წუთზე გამოჩნდა ლუკა ზარანდია, მოგებულთა შორის კი
74 წუთი ითამაშა გიორგი მერებაშვილმა.

აქვე "ლენჩნამ" 3:0 მოუგო "კრაკოვიას". გამარჯვებულებში არ უთამაშია ნიკა ძალამიძეს, რომელიც სათადარიგო იყო.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში "კაუნო ჟალგირისმა" შინ 0:2 წააგო "სუდუვასთან". წაგებულთა რიგებში სრული მატჩი ჩაატარა "ცხინვალის" ყოფილმა მცველმა ლევან ჭაფოძემ.

* * *
ბელორუსის პირველობაზე მოზირის "სლავია" გასვლაზე დაუზავდა (1:1) "კრუმკაჩის". სტუმართა შორის ძირითად შემადგენლობაში იყო მცველი ოთარ ჯავაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული