"კიკერის" ვერსიით, აკაკი გოგია II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
აკაკი გოგია, გერმანული გამოცემა "კიკერის" შეფასებით, II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. დრეზდენის "დინამოს" ქართველი შემტევი ნახევარმცველის საუკეთესო შეფასება 2,79 ბალია.

ის ოდნავ უსწრებს რობერტ ვულნიკოვსკის (ვიურცბურგერი) - 2,82 და ტორსტენ კირშბაუმს (ნიურნბერგი) - 2,85.

ბოლო ტურში "კარლსრუესთან" მატჩში (4:3) გოგიამ დუბლი შეასრულა და "კიკერისგან" 2 ბალი მიიღო (გერმანიაში 1 საუკეთესოა, 5 - უარესი).

ქართველის ანგარიშზე 19 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე პასია. ამასთან, მას ბევრი ტრავმის გამო გაუცდა.

Liga-Zwei.de-მ 33-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ფანებს შეარჩევინა. გოგია ხმების 37%-ით მეორე
ადგილზე გავიდა რაინჰოლდ იაბოს (არმინია) - 39% - შემდეგ.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
შანსი ალბათ მიეცემა ყოველ შემტხვევაში თავში არ აუვარდება რატომგაც მგონია
თამაზი
20 მაისი 2017 13:57
0
სამივეს ამოაგდებს, თუნდაც იმიტომ, რომ მათზე მაღალი სათამაშო კლასი აქვს.
ფეხბურთი
20 მაისი 2017 13:06
0
ვინ უნდა ამოაგდოს სასტავიდან? ჭანტურია, ოქრი თუ ვაკო?
letitbe
20 მაისი 2017 12:23
0
ეს ძალიან დიდი აღიარებაა. გაისად ალბათ ბუნდესლიგის რომელიმე კლუბი დაიმატებს! ნაკრებს ნამდვილად გამოადგება! ეჰ ჯიქიაც კარგი იქნებოდა ფლანგზე.
kika
18 მაისი 2017 15:18
0
meore misha mesxia, magaria.
.ako
18 მაისი 2017 14:09
0
akaki sauketeso fexburtelia, mtel sakartvelos nakrebs jobia. Alles Gute.
jason
18 მაისი 2017 14:03
0
საქართველოს ნაკრებს დაუმატეთ ეს ბიჭი ნახევარდაცვაში და ორი კვალიფიციური განაპირა მცველი მშვენიერი გუნდი დადგება
Leri
18 მაისი 2017 12:47
0
ლევან ან თავს რატომ იტყუებ, ან სხვას რატომ ატყუებ?
hm
18 მაისი 2017 09:18
0
საქართველოს ნაკრების დონეს ვერ ქაჩავსო, ფედერაციაში უთქვამთ
ლევანი
17 მაისი 2017 22:58
0
გოგიას დონის ფეხბურთელს,რომ შეხება გააჩნდეს რუსეთთან,სომხეთთან,აზერბაიჯანთან,თურქეთთან....უკვე მათი ნაკრების ფეხბურთელი იქნებოდა!!!
....მდა
17 მაისი 2017 22:54
0

სიახლეები პოპულარული