ჩემპიონი "სპარტაკი" შინ ადვილად გაუმკლავდა "ტერეკს" - 3:0. "სახალხო გუნდის" რიგებში ჯანო ანანიძე მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და 74-ე წუთზე საგოლე პასი მისცა კვინსი პრომესს.
- ჯანომ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა [VIDEO+PHOTO]
"ურალი" შინ 1:2 დამარცხდა "ლოკომოტივთან". საბა კვირკველიამ "რკინიგზელთა" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და 78-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, ჩვენებურს ბევრს ვერაფერს დავაბრალებთ. "ურალის" რიგებში არ უთამაშია ტრავმირებულ ჯიმი ტაბიძეს, ამავე მიზეზით უკვე დიდი ხანია
"ორენბურგმა" შინ 1:1 ითამაშა "უფასთან". ამ შეხვედრაში მასპინძელთა შემადგენლობაში არ იყო ელგუჯა ლობჯანიძე.
ტულის "არსენალი" შინ დაუზავდა "ამკარს" (0:0). მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გია გრიგალავამ.
"კრილია სოვეტოვმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ტომს". სტუმართა შორის სათადარიგო იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.
* * *
დანიის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი ოფის მეოთხედფინალში, მას შემდეგ, რაც პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, "ორჰუსმა" შინ 3:1 მოუგო "ესბიერგს". სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. ლაშა პარუნაშვილი კი, ვინც ყვითელი ბარათი მიიღო, 86-ე წუთზე შეცვალა ბუდუ ზივზივაძემ.* * *
პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში "ლეგიამ" 2:0 დაამარცხა კონკურენტი "ლეხი". პოლონური გრანდის შემადგენლობაში არ ყოფილა ვაკო ყაზაიშვილი.მათე ცინცაძის "პოგონი" შინ მხოლოდ ქულას გამორჩა "ტერმალიცასთან" - 1:1. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.
* * *
ყაზახეთის ჩემპიონატში "აქტობემ" შინ 1:0 სძლია "ატირაუს". სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ (ყვითელი ბარათი), ლადო დვალიშვილი კი მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა.* * *
იქვე "შტუმბრასი" გასვლაზე დაუზავდა "უტენისს" (0:0). სტუმარ გუნდში სრულად ითამაშა ლევან მაჭარაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"