ნიკა კვეკვესკირის შეძენა აზერბაიჯანულ, დანიურ, ბერძნულ და კვიპროსულ კლუბებს სურთ

AutoSharing Option
როგორც extratime.echo.az-ი იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გაბალას" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი აზერბაიჯანულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

კვეკვესკირს "გაბალასთან" კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია. წყაროს ცნობით, "გაბალა" მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა კვეკვესკირს ვარიანტები უცხოური კლუბებიდანაც აქვს და ჯერ ფიქრობს. უფრო კონკრეტულად, კვეკვესკირით ახნასის "ეთნიკოსი" ინტერესდება, ასევე ბაქოს "ნეფჩი". გარდა ამისა, მისი შეძენა ბერძნულ და დანიურ კლუბებსაც სურთ.

შეგახსენებთ,რომ კვეკვესკირი "გაბალაში" 2016 წელს გადაბარგდა და კლუბთან მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ ვინმემ ითამაშა ნაკრებში კვეკვესკირი იყო და დაინახა ვინც იძახებს მაგათმა.მაგარია ძაან.გოჩა შენ ერთერთი მადგანი ხარ ვინც ფეხბურთის გაუქმებას ითხოვდა საქართველოში.თქვენაირების ხელში კიდევ მაგრად არის საქართველო და ქართული ფეხბურთი
sura
01:03 21-05-2017
0
გოგა.ს: დამიჯერე და დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი,ძალიან ცდები კვეკვესკირის შემთხვევაში
ბაჩო გ
18:27 20-05-2017
0

სიახლეები პოპულარული