10:47 20-05-2017
[ლეგიონი] ჯაბა კანკავამ "რეიმსის" მაისურით, სავარაუდოდ, ბოლო მატჩი ჩაატარა [VIDEO]
AutoSharing Option
საფრანგეთის რანგით მეორე პირველობის ბოლო ტურის შეხვედრაში, უმოტივაციო "რეიმსმა" ელიტის საგზურისთვის მებრძოლ "ამიენს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. "ამიენმა" ამ გამარჯვებით ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა, "რეიმსმა" კი ჩემპიონატი 55 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე დაასრულა.
რაც შეეხება კანკავას, ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა, მე-7 წუთზე კი გაფრთხილება მიიღო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანი კარიერას. "რეიმსთან" მას ხელშეკრულება კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელ მიშელ დერ ზაქარიანთან პრობლემები აქვს და სავარაუდოდ, ამ გუნდს დაემშვიდობება.
- L'Union: ეს "რეიმსში" ჯაბა კანკავას ბოლო მატჩი იქნება
შეგახსენებთ, რომ კანკავა ფრანგულ კლუბში უკრაინული "დნიპროდან" 2015 წელს გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაებს ბოდიალობთ, ვიდეოს მაინცარ უყურეთ, რეიმსი აგებდა გაათანაბრა და ისევ გაუშვა.
0
0
რა აქვს ლიგა 2-ს ჯაბას დასაწუნი? არაფერი. მასე ბევრი ქართველი გავარდნილა ქვედა ლიგებში მაგალითად იაშვილი , კობი, მაგრამ არ იუკადრისებიათ და უთამაშნიათ ბოლომდე. ასეა ხან ზევით იქნები ხან ქვევით თუ ხარ პროფესიონალი.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული