გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებს მოლდოვასთან მატჩში დააკლდება

AutoSharing Option
weltfussball.at-ის ინფორმაციით, ვენის "რაპიდის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ტრავმა, სამწუხაროდ, მძიმეა. მისთვის სეზონი დასრულდა, იგი ასევე დააკლდება საქართველოს ნაკრებს ივნისში.

გიორგი "შტურმთან" მატჩის (1:0) 24-ე წუთზე დაშავდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ჩვენებური ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურსა და თასის ფინალს გამოტოვებს (1-ელ ივნისს) "ზალცბურგთან".

"სამწუხარო სიახლე გვაქვს გიორგი ქვილითაიასთან დაკავშირებით. მან კუნთი დაიზიანა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

მისი მდგომარეობა მძიმე ჩანს, - ამბობს "რაპიდის" თავკაცი გორან ჯურიჩინი. - ქვილითაია რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ის ვერ იქნება დარჩენილ ტურებში და ვერც
ჩემპიონ "ზალცბურგთან" თასის ფინალში.

ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ქართველი მწყობრში იმ დროისთვის, როცა "რაპიდი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ქვილითაია ახალი სეზონისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს".

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს შინ ამხანაგურად გაეჯიბრება სენტ კიტსის ნაკრებს, ხოლო 11 ივნისს მუნდიალის შესარჩევ მატჩში ეწვევა მოლდოვას.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ყველას მაინცადამაინც მაშინ უნდა გამოუვიდეს წირვა და დაილეწოს თავ-ფეხი როცა ეროვნულ ნაკრებს სჭირდება მართლა რა! იმიტომ გვიხარია ვინმეს წარმატება და წინსვლა რომ ნაკრებს გამოადგეს, თორემ ისე ყველა მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა. მალე გამოჯანმრთელებულიყოს და ყველას მეტი სიფრთხილე გამოეჩინოს როცა ეროვნული ნაკრების თამაშები ახლოვდება....
ანესთეზეოლოგი
22 მაისი 2017 17:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული