გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებს მოლდოვასთან მატჩში დააკლდება

AutoSharing Option
weltfussball.at-ის ინფორმაციით, ვენის "რაპიდის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ტრავმა, სამწუხაროდ, მძიმეა. მისთვის სეზონი დასრულდა, იგი ასევე დააკლდება საქართველოს ნაკრებს ივნისში.

გიორგი "შტურმთან" მატჩის (1:0) 24-ე წუთზე დაშავდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ჩვენებური ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურსა და თასის ფინალს გამოტოვებს (1-ელ ივნისს) "ზალცბურგთან".

"სამწუხარო სიახლე გვაქვს გიორგი ქვილითაიასთან დაკავშირებით. მან კუნთი დაიზიანა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

მისი მდგომარეობა მძიმე ჩანს, - ამბობს "რაპიდის" თავკაცი გორან ჯურიჩინი. - ქვილითაია რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ის ვერ იქნება დარჩენილ ტურებში და ვერც
ჩემპიონ "ზალცბურგთან" თასის ფინალში.

ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ქართველი მწყობრში იმ დროისთვის, როცა "რაპიდი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ქვილითაია ახალი სეზონისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს".

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს შინ ამხანაგურად გაეჯიბრება სენტ კიტსის ნაკრებს, ხოლო 11 ივნისს მუნდიალის შესარჩევ მატჩში ეწვევა მოლდოვას.
მკითხველის კომენტარები / 11 /
qutaiseli-ს: არა ძმა,მე ქინქლაძე-ქეცბაიას მერე თაობა ვიგულისხმე.ისინი ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ.ქინქი,აჩი,შოთი,ქეცბა,ცხადაზე,შელია,ჯამარა,გოგიჩაიშვილი. მე მერე თაობას ვგულისხმობ
ბაჩო გ
23 მაისი 2017 20:41
0
არ იყო პრფესიონალიზმი მაშინ და მიტომაც ვერ მიაღწიეს წარმატებას ღადავ ღადავში, ტოს ძახილში, უწმაწური სიტყვების ხმარებაში უნდოდათ ფონს გასვლა.
goga
23 მაისი 2017 16:19
0
ქუთაისელი სრულ სიმართლეს ამბობს.მათ და ქართველ მწვრთნელებს,ჩემი აზრით სანაკრებო გამოცდილება აკლდათ.ნაკრების თამაშს მაინც სხვა სპეციფიკა აქვს და ამას ცოდნა სჭირდება დანგრეული ქვეყანა კი ნაკრების ამხანაგური მატჩების ჩატარებას კი არა,გუნდის ნორმალურად კვებასაც ვერ ახერხებდა.მახსოვს მაშინდელი შოთი არველაძის დაჩივლება,ნაკრებში ჩამოვდივართ და არაფერს ვთხოულობთ,მაგრამ სავარჯიშო ბურთები მაინც დაგვახვედრეთო და კიდევ რომელი იყო აღარ მახსოვს,მაგრამ ნაკრების მაშინდელმა ფეხბურთელმა მოჰყვა,თამაშის დღეს გუნდის ხელმძღვანელებმა საჭმელად ჩიპსები და რაღაც ამისთანები მოგვიტანესო.პირობები მინიმალურიც კი არ იყო,ასევე გამოცდილებაც,მოთხოვნა კი მაქსიმალური,ნაკრებს ინგლისთან დამარცხება ვერ ვაპატიეთ,ახლა კი ამაზე მწარედ გვეღიმება.შემდეგ წამოვიდა ამ დანგრეულ,დამშეულ,ჩაბნელებულ ქვეყანაში გაზრდილი თაობა და რაღაა საკვირველი,რომ შედეგებიც უკან წავიდა,თანამედროვეობაში კი მთავარი პრობლემა ალბათ ისაა,რომ ქვეყანაში ბავშვების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა და კიდევ უარესს უნდა ველოდოთ.ახლა ჩვენი საშველი ყოველ მოზარდთან ინდივიდუალური მუშაობა იქნება.არც ერთი ტალანტი არ უნდა დაიკარგოს,რადგან რესურსი კიდევ უფრო შემცირდება
სოსო
23 მაისი 2017 16:16
0
კი იყვნენ ტალანტები მარა რა აქედან? ახლა ამბობს ჯამარაული ეს ჭკუა მქონოდაო მაშინ და კარგი იქნებოდაო. ერტი შოთა იყო ბოლომდე ნამდვილად რომ ითამაშა და თავის თავს მაქსიმუმი გამოწურა(ქეცბაია არ მყავს მხედველობაში, ის ცოტა უფროსია) სირბილი ეზარებოდათ ნაკრებში. ძაღლის ნაკბენივით მახსოვს ლატვიასთან თითქმის მოგებულ თამაშში კობიაშვილი ნაბიჯით სანამ საჯარიმოში მივიდა რომ გაგვიტანეს და ვეღარ მოვიგეთ, არადა ლატვიამ შეურაცმყოფელი რაღაცეები დაგვმართა. ჟილკა არ ქონდათ, არც ხორვატიაში იყო უკეთესი სიტუაცია მარა ჩვენებისგან განსხვავებით კაცები აღმოჩდნენ და მიაღწიეს რაღაცეებს. სანამ ფეხბურთელი გახდება ადამიანი მანამდე სხვა რაღაცეებიც უნდა იცოდეს, მარტო მარიაჟი არ კმარა. მწვანე მინდორზე ის ვერაფერს შველის
ირაკლი ქუთაისელი
23 მაისი 2017 15:40
0
გეთანხმებით 100%-ით. მე მაგ თაობის ფეხბურთზე გავიზარდე. ყოველი სანაკრებო მატჩის მოახლოება ზეიმი იყო ჩემთვის. უჭკვიანესი ფეხბურთელების თაობა იყო. მე არ მახსოვს რომელიმე მატჩის წინ შიში მქონოდა ან მე ან ჩემს მეგობრებს რომ აუჰ, ამათ ნეტა თუ მოუგებ და ოღონდ ნიჩია გვათამაშა და ეგეთები. ნებისმიერ ნაკრებთან მოგებას ვთხოვდით. გერმანიასთან, იტალიასთან, ინგლისთან, ბულგარეთთან თუ პოლონეთთან. და ვხედავდით რომ შეეძლოთ თავისუფლად. ეს ეხლა ვარ ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ რომ ყველასთან მინიმალურ შანსს რომ ვაძლევ მე თუ სხვა ნებისმიერი ქომაგი და პესიმიზმით სავსე რომ ვიწყებთ თავიდანვე თამაშის ყურებას. მართალი იყო რომ ითქვა ქვეყანა თავზე გვენგრეოდაო. უშუქობაში და სიცივეში ვარჯიშობდა ნაკრები რომ იკრიბებოდა. ელემენტარულად განათებისა და ცხელი შხაპის პრობლემა იყო. ვინც შუა ევროპაში თამაშობდა იმათ ჩამოჰქონდათ დანარჩენებისთვის ადიდასის და პუმას სპორტული წინდები და ელემენტარული ინვენტარი. ამ მოვლენებმაც ითამაშა დიდი როლი ასეთი მელტალიტეტის ჩამოყალიბებაში. თორემ თაობა ნიჭითა და შესრულებით უძლიერესი იყო....
ანესთეზეოლოგი
23 მაისი 2017 14:21
0
ქუთაისელი 100 მართალი ხარ, ვინც გადმოცემით იცის, იმას შეუძლია მარტო გააკეთოს ისეთი კომენტარი, რომ ამ თაობის რომელიმე ფეხბურთელი ჯობს 90 იანების ბოლომდე ვინც გვყავდა იმათ რომელიმეს.. სასაცილოა მათი შედარება იმ თაობაში გენიოესბი გვყავდნენ, უბრალოდ ქვეყანა გვემყხობოდა თავზე! ახლა კი საშუალოზე დაბალი კლასის ფებურთელებით ვართ სავსე! ერთი მეკარის პოზიციაა სადაც შეიძლება შედარება, თუმცა აკაკი დევაძე და ტოგონიძე ნიკა ამათ ყველას მერჩივნა
მახო
23 მაისი 2017 08:01
0
თU წინა თაობაში თუ ქინქლაძის თაობა იგულისხმება ქინქლაძის თაობასთან ესენი ახლოსაც ვერ მივლენ. ჯამარაული ქინქლაძე ქეცბაია ტყუპები ყველა მაგარი იყო რევიშვილი ზაზა კრაიზე ძალიან მაგარი იყო უბრალოდ ამ გუნდს ჭირდებიდა კარგი ხელი და იღბალი თორე ანანიძეს ქნქლაძეს ვერასდროს შევადარებ მიუხედავათ ჩემი პატივისცემისა მის მიმართ ვერც შოთას ჯობს ვერცერთი დღევანდელი თავდასხმელი და ვერც ჯანაშიას ასევე აშვეთიაც და გოგრიჭიანიც თავიანთი გუნდების ლიდერები იყვნენ ცხადაძეზე საერთოდ არაფერს ვამბობ უბრალოდ აინტრახტის დაცვის ბურჯი იყო და სამეულის გუნდში თამაშობდა ბუნდესლიგაში კობიაშვილიც მაგარი იყო და ნემსაძეც ასე რო ვერცკი შეადარებ მაშინდელ და დღევანდელ ნაკრებს.მიკვირს ეგეთმა ნიჭიერმა თაობამ რო ვერ შეძლო დასკვნით ეტაპზე გასვლა .მემგონი უფრო მენტალობის ბრალი იყო თორე კლასი არც სლოვენიაზე ნაკლები ქონდათ და არც ლატვიაზე.
qutaiseli
22 მაისი 2017 22:02
0
ჩვენს ნაკრებს წინა ხაზში(მჭედლიძე,ქვილითაია,კაჭარავა)უფრო ძლიერი შემსრულებლები ყავს ვიდრე ცინა თაობა.ასევე ნახევარდაცვაშიც (ანანიძე,ოქრი,ყაზაიშვილი,გვილია აბურჯანია არაბიძე კვეკვესკირი)უფრო ძლიერი თაობა ყავს ვიდრე წინა თაობა და დაცვაშიც(კვირკველია,კაშია,ხოჭოლავა, ფარცვანია)ასეა კალაძეს თუ არ ჩავთვლით.კარებში (ლორია,მაკარიძე რევიშვილი)მთავარია მათი შეცდომები არ გაიმეორონ და მათზე ბევრად მეტს მიაღწევენ.მე მჯერა ამ თაობის
ბაჩო გ
22 მაისი 2017 21:26
0
ჩვენს ნაკრებს წინა ხაზში(მჭედლიძე,ქვილითაია,კაჭარავა)უფრო ძლიერი შემსრულებლები ყავს ვიდრე ცინა თაობა.ასევე ნახევარდაცვაშიც (ანანიძე,ოქრი,ყაზაიშვილი,გვილია აბურჯანია არაბიძე კვეკვესკირი)უფრო ძლიერი თაობა ყავს ვიდრე წინა თაობა და დაცვაშიც(კვირკველია,კაშია,ხოჭოლავა, ფარცვანია)ასეა კალაძეს თუ არ ჩავთვლით.კარებში (ლორია,მაკარიძე რევიშვილი)მთავარია მათი შეცდომები არ გაიმეორონ და მათზე ბევრად მეტს მიაღწევენ.მე მჯერა ამ თაობის
ბაჩო გ
22 მაისი 2017 21:02
0
ვინ დაგვწყევლა რა უბედურებაა რა მოკლედ
ვახ
22 მაისი 2017 20:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული