ამაზე "ლელომაც" დაწერა და მკითხველი ინფორმირებულია. თუ რამდენიმე დღის წინ კვეკვესკირის მსურველი რამდენიმე გუნდი იყო (ყოველ შემთხვევაში, დასახელდა სხვადასხვა კლუბი), ახლა დღის წესრიგში მხოლოდ ერთია - კუსტანაის "ტობოლი", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის და ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.
თუმცა ტრანსფერი ჯერ საბოლოოდ არ არის გარკვეული. ცოტაც მოვიცადოთ და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"