გიორგი ბერიძე ფორტუნალიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეხუთედ მოხვდა

AutoSharing Option
PROFUTBAL.sk-მ ფორტუნალიგის 32-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც "ტრენჩინის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ბერიძეც მოხვდა.

მან "სლოვანს" (3:2) ბრწყინვალე გოლი გაუტანა, რაც სლოვაკურ მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

გიორგი ჩემპიონატის რჩეულთა შორის 26-ე ტურის მერე პირველად მოხვდა. მის ანგარიშზე 11 მატჩში 3 გოლია.

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ფეხბურთელი მხოლოდ სეზონის მეორე ნახევრიდან თამაშობს სლოვაკეთში, იგი უკვე მეხუთედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. სხვათა შორის, გრაფიკაზე სლოვაკებს შეცდომით მეოთხე მოხვედრა უწერიათ.

"ტრენჩინი" 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, ბოლო ტურში ის "ტატრანს" მასპინძლობს (27 მაისს).

ტურის სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიკას ვეთანხმები. რა საჭიროა ნაკრებში წამოწოლილი გვარსახელები. უნდა ითამაშოს მან, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და გუნდში გამორჩეულია
ლევანი
19:53 23-05-2017
0
ასეთი ფორმაში მყოფი ხალხი უნდა გამოვიძახოთ ნაკრებში. სანამ პრაქტიკა აქვს უნდა ისარგებლოს ნაკრებმა. აბა ვაკოს აბურჯანიას თუნდაც გვილიას რა უნდა მოთხოვო პრაქტიკა არ აქვთ.
kika
16:05 23-05-2017
0

სიახლეები პოპულარული