უნდა, მაგრამ... "ლოკომოტივი" საბა კვირკველიას ვეღარ გამოისყიდის?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ვწერდით, რომ "ლოკომოტივს" "რუბინისგან" საბა კვირკველიას გამოსყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. "რკინიგზელებს" ამ განზრახვაზე არც ახლა აუღიათ ხელი, მაგრამ დაბრკოლებას ქმნის ყაზანური კლუბი, რომელიც საქართველოს ნაკრების მცველს 6 მილიონ ევროდ აფასებს, "ლოკომოტივს" კი მხოლოდ ამის ნახევარი აქვს გამზადებული 25 წლის ქართველის გამოსასყიდად.

ძნელი სათქმელია, როგორ მორიგდებიან მხარეები. თუ გარიგება არ შედგა, კვირკველიას "რუბინში" მოუწევს დაბრუნება, რაც მას ძალიან არ უნდა, მეტადრე, თუ გუნდში დარჩა ესპანელი მწვრთნელი ხავი გრასია. იცით, რომ ეს უკანასკნელი მას ბოლო პერიოდში აღარ ათამაშებდა...

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივში" ჩვენებურმა 12 მატჩი ჩაატარა და რუსეთის თასის მფლობელიც გახდა. გასულ უქმეებზე დასრულებულ პრემიერლიგაში კი იური სიომინის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ადრეც ვკითხულობდი. კვირკველიამ ცალმხრივად რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება რა მოხდება? დააჯარიმებენ? რამდენი იქნება ჯარიმა? 3 მილიონზე მეტი ხომ არ იქნება?! მისცეს ლოკომოტივმა 3 მილიონი. ეს გაწყვეტს ხელშეკრულებას და გადაუხდის 3 მილიონს იმ რუბინია თუ რაცხა ჭადია!
aburjga
08:58 26-05-2017
0
ამისი მეშინოდა და ამიხდა.
სოსო
02:02 26-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული