უნდა, მაგრამ... "ლოკომოტივი" საბა კვირკველიას ვეღარ გამოისყიდის?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ვწერდით, რომ "ლოკომოტივს" "რუბინისგან" საბა კვირკველიას გამოსყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. "რკინიგზელებს" ამ განზრახვაზე არც ახლა აუღიათ ხელი, მაგრამ დაბრკოლებას ქმნის ყაზანური კლუბი, რომელიც საქართველოს ნაკრების მცველს 6 მილიონ ევროდ აფასებს, "ლოკომოტივს" კი მხოლოდ ამის ნახევარი აქვს გამზადებული 25 წლის ქართველის გამოსასყიდად.

ძნელი სათქმელია, როგორ მორიგდებიან მხარეები. თუ გარიგება არ შედგა, კვირკველიას "რუბინში" მოუწევს დაბრუნება, რაც მას ძალიან არ უნდა, მეტადრე, თუ გუნდში დარჩა ესპანელი მწვრთნელი ხავი გრასია. იცით, რომ ეს უკანასკნელი მას ბოლო პერიოდში აღარ ათამაშებდა...

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივში" ჩვენებურმა 12 მატჩი ჩაატარა და რუსეთის თასის მფლობელიც გახდა. გასულ უქმეებზე დასრულებულ პრემიერლიგაში კი იური სიომინის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ის აგენტი უნდა გაამწესო ვირის აბანოში,ვინც ყაჩაღ რუბინთან ხელშეკრულება გაუფორმა!და მთელი გამოსასყიდი თანხაც მას უნდა მოთხოვო!
ზაზა
13:14 24-05-2017
0
მოლდოვასთან და სენტ-კისტი და ნევისთან მატჩების წინ კიდევ გაუჩინეს სანერვიულო ამ...
ზაზა
13:25 24-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული