"შახტარი" ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის ემზადება. კლუბის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გუნდის ლეგიონერებს უფლება მისცა, შვებულებაში ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გასულიყვნენ, მათი ჩანაცვლება კი აკადემიის ორი ფეხბურთელით, გიორგი არაბიძითა და იგორ კირუხიანცევით გადაწყვიტა.
32-ე ტურის მატჩს "შახტარი" ხვალ "ოლექსანდრიას" წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ "შახტარს" უკრაინის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს.
გიორგი არაბიძემ 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.