მაშ ასე, თქვენს წინაშეა არიან ლეგიონერები, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი მაისში. საუკეთესო კი თქვენ უნდა ამოირჩიოთ.
გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)
3 თამაში, 2 გოლი
ქვილითაიამ "ვოლფსბერგერთან" მატჩში დუბლი შეასრულა, ეს მისი მეორე დუბლია ავსტრიულ ბუნდესლიგაში. სამწუხაროდ, "შტურმთან" მატჩის დასაწყისში ჩვენებურმა სერიოზული ტრავმა მიიღო.
ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია)
4 თამაში, 2 გოლი
ჩემპიონატში ზედიზედ სამი გოლი (ერთი აპრილის თვეზე მოდის) და მაკედონიის ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოპოვებული, ასეთია ახალგამომცხვარი ლეგიონერის
ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი)
6 თამაში, 3 გოლი
31 წლის ფორვარდმა ფორმა აღიდგინა და ეროვნულ ნაკრებშიც დაიმსახურა გამოძახება. მაისში მან 3 გოლი გაიტანა ყაზახეთის პრემიერლიგაში.
ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი)
4 თამაში, 1 საგოლე პასი
"სპარტაკთან" ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა, ამ თვეში მან ერთი საგოლე პასი მიითვალა.
საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი)
4 თამაში
საბამ თვის დასაწყისში რუსეთის თასი მოიგო "ლოკომოტივთან" ერთად. ის ერთხელ მოხვდა ამ თვეში ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი)
3 თამაში, 2 გოლი
გიორგი ამ თვეში ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ის შეიყვანეს ჩემპიონატის გაზაფხულის სიმბოლურ ნაკრებშიც, "ტრენჩინის" ფანებმა აირჩიეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ამ ყველაფერს ორი გოლი ემატება მაისის თვეში.
გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა)
1 თამაში, 1 საგოლე პასი
ამ სეზონში მან პირველად ითამაშა "შახტარის" მთავარ გუნდში, საგოლე პასიც მიითვალა და კარიერაში პირველად მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. ამას ემატება 5 გოლი "შახტარის" დუბლებში.
ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი)
6 თამაში, 1 გოლი
ლუკას ვარსკვლავური დრო პოლონეთის თასის ფინალზე მოდის, რომელშიც მან დიდებული გოლი გაიტანა.
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ მაისის საუკეთესო ლეგიონერად?