ლაშა დვალი ჩვენ გვჭირდება - პოლონური "შლიონსკი" "ირტიშს" ქართველს აღარ უთმობს

AutoSharing Option
პოლონური Przegląd Sportowy-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი, ყაზახურ "ირტიშში" იჯარით გამოსვლას დაასრულებს და პოლონურ "შლიონსკიში" დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს.

როგორც პოლონური მედია წერს, პავლოდარის კლუბს ქართველ მცველთან იჯარის ვადის გახანგრძლივება სურდა, მაგრამ ვროცლაველებისგან უარი მიიღო. ამრიგად, ლაშა დვალი 10 ივნისის შემდეგ პოლონურ კლუბში უნდა გამოცხადდეს.

"ჩვენ ხელმეორედ იჯარის გაფორმების შესაძლებლობას არ განვიხილავდით. დვალი თავად გვჭირდება, რადგან ტრავმირებული გვყავს ადამ კოკოშკა და თანაც, მატეუშ ლევანდოვსკის იჯარა უმთავრდება და დაგვტოვებს. აქ ყველაფერი ნათელია: დვალი "ირტიშში" მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუკი
კლუბი მას გამოისყიდის, მაგრამ ასეთი რამ, დიდი ალბათობით, არ მოხდება", - აცხადებს "შლიონსკსი" სპორტული დირექტორი ადამ მატისეკი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მომავალი ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვისაა გამოძახებული. 7 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდი სენტ კიტსისა და ნევასის ნაკრებს უმასპინძლებს, 11-ში კი სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდო კაი, ცოტა მოკიდეთ ხელი მაგ ბაღანას რა
Bidzia
19:09 03-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული