შეგახსენებთ, რომ 25 წლის კვირკველიას სატრანსფერო უფლებები "რუბინს" ეკუთვნის, თავად ფეხბურთელმა კი რუსეთის პრემიერლიგის სეზონი იჯარით "ლოკომოტივში" ჩაამთავრა, სადაც რუსეთის თასის მფლობელიც გახდა.
"სპორტ ექსპრესი" თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა.
- ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად ვემზადები და პირველად თქვენგან მესმის ამ სიახლის შესახებ.
- გსურთ "ლოკომოტივში" დარჩენა?
- თქვენ როგორ გგონიათ?
- ალბათ კი, რადგან ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადეთ...
- სადაც უფრო სურთ ჩემი დანახვა, სადაც პატივს მცემენ,
- "რუბინში" მწვრთნელი იცვლება, თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს გუნდში ყურბან ბერდიევის დანიშვნა?
- ყაზანში ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურად არ ულაპარაკიათ.