PianetaEmpoli.it: ლევან მჭედლიძის შეძენა "ბოლონიას" სურს

AutoSharing Option
PianetaEmpoli.it-ის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე სერია B-ში გავარდნილი "ემპოლიდან" შეიძლება "ბოლონიაში გადავიდეს:

"ამ ზაფხულს ლევან მჭედლიძეც კი სატრანსფერო სიაშია. ძალზე არარეალურია, რომ ქართველი ფორვარდი "ემპოლიში" დარჩეს და სერია B-ში იმოგზაუროს.

ფაქტია, რომ კლუბში აპირებენ ყველა იმ ფეხბურთელის გასხვისებას, რომელთაც სერიოზული კონტრაქტები აქვთ. კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია, თავიდან დაიწყონ ყველაფერი, მით უფრო, თავდასხმაში, გასულ სეზონში გუნდმა ძალზე ცოტა გოლი გაიტანა.

იმის აღნიშვნაც ზედმეტია, რომ ლევანი ბევრთან შედარებით ძალზე დაკავშირებულია "ემპოლისთან", მაგრამ "გადატვირთვის" დაწყება მისით სარისკოა, რადგან ის ხშირად იღებს ტრავმებს.

გაცილებით რეალურია, რომ
მისით სერია A-ს გუნდები დაინტერესდებიან და აი, სიახლეც - "ბოლონია" აპირებს მოლაპარაკების დაწყებას მის ტრანსფერთან დაკავშირებით. მოლაპარაკება კი მაშინ დაიწყება, როგორც კი "ემპოლიში" ასე თუ ისე, დალაგდება სიტუაცია.

ლევანის კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდის. ასე რომ, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი მისი გაყიდვის ახლაა. ჩვენი ინფორმაციით, კლუბი მასში 2 მილიონ ევროზე მეტს ძნელად თუ გამოიმუშავებს", - წერს გამოცემა, რომელიც ყოველთვის მოწინავეა, როცა საქმე "ემპოლის" სიახლეებს ეხება.

27 წლის ლევან მჭედლიძეს, კლუბის გავარდნის მიუხედავად, საუკეთესო სეზონი ჰქონდა კარიერაში - მან 15 თამაშში 6 გოლი გაიტანა. სეზონის განმავლობაში მას პირველი ტურების, ნოემბრის მატჩების, თებერვალ-მარტისა და მაისის შეხვედრების გამოტოვება მოუწია. ყველა შემთხვევაში მიზეზი სხვადასხვა ტრავმა იყო.

ლევან მჭედლიძე 2007 წლიდან ირიცხება "ემპოლიში" და სულ ამ გუნდშია, თუ "პალერმოში" გატარებულ ორ სეზონს არ ჩავთვლით. სერია A-ში ლევანის ანგარიშზე 11 გოლია (1 "პალერმოში"), სერია B-ში კი - 7 გოლი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ეს ტრამვიანობა არ მოეხსნა არაფერს აზრი არ ააქ.
sabonis
21:06 08-06-2017
0
ბოლონია არა კაცო, ვერ წაიკითხეთ ალბათ, ბარსელონა იქნებოდა.........
gela
08:43 09-06-2017
0

სიახლეები პოპულარული