"ლოკომოტივის" პრეზიდენტი: კვირკველიას საკითხზე "რუბინს" არ ვეშვებით, მაგრამ...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ილია გერკუსმა ამ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას მომავალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველმა, რომელზეც სატრანსფერო უფლებები ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, გასული სეზონის მეორე ნაწილი სწორედ "ლოკომოტივში" იჯარით გაატარა და რუსეთის თასის გამარჯვებული გახდა.

"რამდენადაც ვიცი და დიდი ალბათობით, ასეცაა - მას სურს "ლოკომოტივში" დარჩენა. ჩვენ ველაპარაკებოდით და ველაპარაკებით "რუბინს", მაგრამ ჯერჯერობით საკითხში სიცხადე არაა", - აქვეყნებს გერკუსის ნათქვამს "სპორტ ექსპრესი".

თავად კვირკველია ამჟამად საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა და მოლდოვასთან მომავალი მატჩისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული