შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველმა, რომელზეც სატრანსფერო უფლებები ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, გასული სეზონის მეორე ნაწილი სწორედ "ლოკომოტივში" იჯარით გაატარა და რუსეთის თასის გამარჯვებული გახდა.
"რამდენადაც ვიცი და დიდი ალბათობით, ასეცაა - მას სურს "ლოკომოტივში" დარჩენა. ჩვენ ველაპარაკებოდით და ველაპარაკებით "რუბინს", მაგრამ ჯერჯერობით საკითხში სიცხადე არაა", - აქვეყნებს გერკუსის ნათქვამს "სპორტ ექსპრესი".
თავად კვირკველია ამჟამად საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა და მოლდოვასთან მომავალი მატჩისთვის ემზადება.