"კრასნოდარის" ფანებმა თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელა სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კრასნოდარის" ფანებმა სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად გუნდის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი დაასახელეს.

თორნიკე ოქრიაშვილი "ზენიტთან" მატჩის გმირი გახდა - მე-15 ტურის შეხვედრაში მან მეტოქის კარში მე-4 დამატებულ წუთზე "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა და "კრასნოდარს" 2:1 მოაგებინა. გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო გოლად სწორედ ის მიიჩნიეს.

"კრასნოდარმა" რუსეთის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ოქრიაშვილმა კი ამ გუნდის სულ 11 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. თორნიკემ 13 მარტს მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქრი მიდი შებერეე
jiji
22:10 10-06-2017
0
ოქრი პირველია ;))))))))))
!!!!
09:22 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული