ამ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. მოგეხსენებათ, კაჭარავამ სეზონი სწორედ კვიპროსში, ახნას "ეთნიკოსში" ჩაამთავრა.
ეტყობა, ამ გუნდში მისი წარმატებული თამაში (27 მატჩი, 16 გოლი) სელექციონერებს ყურადღებიდან არ გამორჩენიათ. ამას გარდა, ერთი გოლი მან ეროვნულ გუნდშიც (5 მატჩი) გაიტანა, როცა 24 მარტს თბილისში სერბეთის ნაკრები დაამწუხრა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"