სანდრო კობახიძე: ცხადია, "გიოზთეფეში" დარჩენა და სუპერლიგაში თამაში მსურს

AutoSharing Option
სანდრო კობახიძის "გიოზთეფემ" თურქეთის სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. პლეი ოფის მატჩებში გუნდმა "ბოლუსფორს" შინ და გარეთ ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოუგო და გადასასვლელ ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "ესქიშეჰირსფორი" იყო. ამ გუნდს "გიოზთეფემ" პენალტების სერიაში (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა), ნეიტრალურ მოედანზე მოუგო და ამოცანა წარმატებით გადაჭრა.

ქართველი ნახევარმცველი მოედანზე სამივე თამაშის მიწურულს გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, დარჩება თუ არა კობახიძე თურქულ კლუბში.

"სუპერლიგაში გადასვლა სასიხარულო ამბავია. ცხადია, ასეთ კარგ ლიგაში თამაში და "გიოზთეფეში" დარჩენა მსურს.
ჯერ ერთი, კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა და იმედია, შემდეგ სეზონში მეტი სათამაშო დროც მექნება", - იმედოვნებს 30 წლის ნახევარმცველი.

კობახიძე ვლადიმირ ვაისის ნაკრებშიც იშვიათად ჩნდება. ამჯერად, ის სანაკრებო მატჩებისთვის გადასასვლელი პლეი ოფების გამო არ მიიწვიეს. მან კომენტარი მოლდოვა-საქართველოს მატჩზეც გააკეთა:

"ეს მოსაგები თამაში იყო. მეორე ტაიმში ჩვენები კარგად ათამაშდნენ და მჯეროდა, თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდებოდა... სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ალბათ, ფიზიკური მომზადება არ გვეყო.

მაგრამ რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, ფაქტია, შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა არბიტრის შეცდომამ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული