ესპანური მედია: დღეს-ხვალ გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
El Periódico de Aragón იუწყება, რომ გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერი თბილისის "დინამოდან" "სარაგოსაში" უკვე გადაწყვეტილია და ის ოფიციალურად უახლოეს საათებში ან ხვალ გამოცხადდება.

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის არაგონულმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით "დინამოს" და ესპანეთში იმედი აქვთ, რომ "დინამო" დათანხმდება. შეთანხმებაში არის მცირე ოდენობის ბონუსები განსაზღვრული სხვადასხვა შემთხვევისთვის (მაგალითად, ელიტაში გადასვლის შემთხვევაში).

იმავე წყაროს ცნობით, პაპუნაშვილის დამატება "ვიტესსა" და "კრილია სოვეტოვსაც" სურთ, თუმცა "სარაგოსას" გადამწყვეტი უპირატესობა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი დიდ წარმატებებს გისურვებ, ეხლა მაინც გაგმართლებოდეს და მომავალ წელს რეალისა და ბარსელონას წინააღმდეგ გეთამაშოს. უფალი იყოს შენი შემწე. დინამოს კი ნამდვილად დააკლდები.
gizog
19:50 15-06-2017
0
რანგით მეორე დივიზიონის კლუბში თამაშს, სხვა ქვეყნის რანგით პირველ დივიზიონში მაგარი თამაში და შემდეგ ევროტურნირებზე თავის გამოჩენა არ ჯობდა???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული