თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდართან" ერთად ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგელმა "კრასნოდარმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი ადიღეს ქალაქ ტლესტენხაბში შეიკრიბა და ვარჯიშობს.

"კრასნოდართან" ერთად არის თორნიკე ოქრიაშვილიც. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას დაშავდა, ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

როგორც ჩანს, 25 წლის ოქრიაშვილის რეაბილიტაცია დასრულდა. შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელი განსაკუთრებული მონდომებით ემზადება და იმედი აქვს, მოედანს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ დაბლოკოთ!!! ქინქის არველაძეების მერე პირველი კაცია რო მიყვარს თოკო ამას ვენაცვალე მე მაგარი კაცია და ძალიან მიყვარს..(ხო მართლა კაჭარავა იმედია ამოაგდებს მჭედლიძეს ნაკრებიდან)!!!
ზურიკო
12:01 12-07-2017
0
ტორნიკეს ძალიან მალე სრულ აღდგენას ვუსურვებ.ძალიან გვჭირდები თორნიკე.რაც შეეხება უჩას,როგორც იმ მომენტს შევხედე,მასაც ჯვარედინი მყესები უნდა ჯქონდეს დაზიანებული.ვიმეორებ,ეს ჩემი აზრია და ნამდვილი სიტუაცია არც მე ვიცი.გამიხარდება,თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება.ბევრისაგან განსხვავებით,მე ძალიან ვაფასებ უჩას და სრულიად ვეთანხმები "გიზოგს".
სოსო
20:28 16-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული