თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდართან" ერთად ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგელმა "კრასნოდარმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი ადიღეს ქალაქ ტლესტენხაბში შეიკრიბა და ვარჯიშობს.

"კრასნოდართან" ერთად არის თორნიკე ოქრიაშვილიც. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას დაშავდა, ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

როგორც ჩანს, 25 წლის ოქრიაშვილის რეაბილიტაცია დასრულდა. შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელი განსაკუთრებული მონდომებით ემზადება და იმედი აქვს, მოედანს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი ნაკრების მთავარი იმედი
merabi
11:32 16-06-2017
0
თოკო გილოცავ გამოჯანმრთველებას და დიდ წარმატებებს გისურვებ. ფრჩხილიც კი აღარ დაგზიანებოდეს. სულ გამარჯვებით გევლოს.
gizog
11:47 16-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული