ჯიმი ტაბიძე: "უფა" უკეთესი გუნდია, ამიტომაც არ მიფიქრია...

AutoSharing Option
ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდეადგილოსან "უფაში" ითამაშებს. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი 2015 წელს "საბურთალოდან" ბელგიის "გენტის" დუბლებში გადავიდა, წლეულს კი ეკატერინბურგის "ურალში" იჯარით წავიდა და მისი მაისურით რუსეთის თასის ფინალშიც ითამაშა.

წლეულს ტაბიძე საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიეს. "ჯვაროსნებში" მან უკვე 4 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ბოლოს - მოლდოვაშიც.

ტაბიძემ "ლელოს" მცირე ინტერვიუ მისცა...

- "უფაში" თქვენი გადასვლა მოულოდნელია. ვიცოდით, რომ "ურალში" უნდა დარჩენილიყავით, ეკატერინბურგელებს კონტრაქტის გაფორმებაც სურდათ...
- კი, იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ "უფა" უკეთესი გუნდია, მისი მწვრთნელი სერგეი სემაკი სერიოზულად
დაინტერესდა და ბევრი არც მიფიქრია. არა მგონია, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი მიწვევებით ისეთი განებივრებული იყოს, ასეთ დონეზე თამაშის საშუალება ჰქონდეს და დაფიქრდეს.

- "უფამ" ბელგიური კლუბისგან გამოგისყიდათ?
- ეს საჭირო აღარ არის, რადგან "გენტთან" კონტრაქტი 1-ელ ივლისს მიმთავრდება, "ურალთან" იჯარის ვადაც იწურება და თავისუფალი აგენტიც ვხდები. ამიტომაც გავაფორმე კონტრაქტი.

- ხელშეკრულება რა ვადითაა?
- სამწლიანია. ახლა უკვე რუსეთში ვარ და გუნდთან ერთად ვემზადები. სხვათა შორის, "უფაში" ქართველი მეკარე გავიცანი - გიორგი შელია. რუსეთის პასპორტი აქვს, მაგრამ სულით და გულით ქართველია, თან ძალიან კარგი მეკარეა.

- სხვა ვარიანტები არ გქონდათ?
- არ მინდა დაკონკრეტება, რადგან უკვე "უფას" ფეხბურთელი ვარ და სხვებზე ლაპარაკი ახლა აღარ ღირს. რომელი გუნდიც ყველაზე მეტად დაინტერესდა, სწორედ იქ ვარ ახლა.

- ახალ გუნდზე რას გვეტყვით?
- ძლიერი გუნდია, პრემიერლიგის ბოლო გათამაშებაში მე-7 ადგილზე გავიდა. ლიდერებს არ მიეკუთვნება, მაგრამ აუტსაიდერიც არ არის, ძლიერი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავს და ნებისმიერ გუნდს მოსაგებად ეთამაშება.

- ნაკრების თამაშებზეც გკითხავთ. უკვე ოფიციალურ შეხვედრაშიც გქონდათ დებიუტი...
- ამ ორ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებ. თავადაც ვიცი, რომ სენტ კიტსისა და ნევისის გუნდთან იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში ვერ ვიყავი, რადგან "კრასნოდართან" დაშავების შემდეგ უთამაშებელი ვიყავი.

მოლდოვასთან კი თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი, თანაც, პირველი ოფიციალური მატჩი იყო, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. წნეხის მიუხედავად, დებიუტს დადებითად შევაფასებ.

გუნდს რაც შეეხება, მოგება გვინდოდა, მაგრამ ჩაგდებული პირველი ნახევრის შემდეგ ფრეც არ არის ცუდი შედეგი. ბოლოს და ბოლოს, პირველად მოხდა, 2-ბურთიანი ჩამორჩენა რომ ამოვქაჩეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Ara tkvila ibens.
Iiii
16:36 26-06-2017
0
ჩემო სტატუს-კვო ბიძომ, სობჩაკებმა, ჩუბაისებმა, აბრამოვიჩებმა ერთი მილიონი მოიპარეს და ვერ გაძღნენ, მერე ასი წაგლიჯეს საცოდავ ხალხს, ისიც არ ეყოთ და მერე მილიარდები წატყავეს. შენ იმათზე არ ამბობ ფულს დახარბდიო, ჰოდა ეს ან რა ნამუსია ან რა სამართალი?
შოდა
11:17 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული