[ლეგიონი] ლადოს გოლი და "ქართული" ფინალი ყაზახეთის თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 21 ივნისს, ყაზახეთის თასზე ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუმ" პირველ შეხვედრაში განცდილი მინიმალური მარცხის (0:1) შემდეგ საშინაო მატჩში 3:0 მოუგო ყარაგანდის "შახტიორს". დვალიშვილმა სრულად ითამაშა, 68-ე წუთზე გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მოლდოვასთან სანაკრებო მატჩში მიღებული ტრავმის გამო არ გამოჩენილა უჩა ლობჟანიძე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" პირველ მატჩში საგარეო ფრის (0:0) შემდეგ, შინ 3:1 მოუგო "ორდაბასის", ფინალში გავიდა და საპატიო ჯილდოსთვის გადამწყვეტ მატჩში თანამემამულეებს დაუპირისპირდება.

ყაზახეთის თასის ფინალური მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
დვალიშვილმა აიწყვიტა; წელს უკვე მეორე გოლი გაიტანაა :DD
Z.LO
11:27 22-06-2017
0
პლიუს ნაკრებშიც გაიტანა))) არა და არც მთლად ისეთი ცუდი დავდამსხმელია, როგორც ბევრს ჰგონია საქართველოში.
შოთა
12:46 22-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული