ავთო ებრალიძის უარი "პორტიმონენშეს", უკეთესის მოლოდინში...

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს ავთო ებრალიძის საკლუბო მომავალი. ჩვენებურს აქვს როგორც პორტუგალიური, ისე პოლონური, კვიპროსული და სხვა ვარიანტები, მათ შორის - აზიურიც.

ჩვენი ინფორმაციით, ებრალიძემ უარი უთხრა პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ "პორტიმონენშეს". ამის ახსნა რთული არ უნდა იყოს - 25 წლის შემტევი უკეთეს გუნდში გადასვლას იმედოვნებს.

გასაკვირი არც ის არის, რომ ებრალიძეს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს და აზიური ვარიანტი მაინცდამაინც არ ხიბლავს. მოკლედ, ცოტა ხანს კიდევ დაველოდოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კვიპროს,აზერებს, აზიას,ყაზახეტს ნუ ვახსენებტ ხოლმე ამატ კანეშნა ენდომებათ. სხვა ვთქვათ ვის აინტერესებს.
koko
11:36 27-06-2017
0

სიახლეები პოპულარული