წყაროს ცნობით, საბა მოსკოვში ჩავიდა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა, მისმა სატრანსფერო ფასმა კი 3,5 მლნ ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველის სატრანსფერო უფლებები აქამდე ყაზანის "რუბინს" ეკუთვნოდა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი მან მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით გაატარა და კლუბთან ერთად ქვეყნის თასი მოიგო.
ამასობაში, თავად საბამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე "ლოკომოტივის" საკლუბო მუზეუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.