სასტარტო და საგოლე შანსი - დონეცკის "შახტარში" დავით ხოჭოლავას დებიუტი შედგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას დებიუტი დონეცკის "შახტარში" გერმანულ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.

29 ივნისს, "რედინგჰაუზენთან" გამართულ სპარინგში, ხოჭოლავა უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა. როგორც "შახტარის" ოფიციალური საიტი იწყება, ქართველ მცველს გოლის გატანის შანსი მე-4 წუთზე, კუთხურის დროს ჰქონდა, თუმცა მისი თავურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. თამაში დონეცკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მცველი "შახტარში" სეზონის დასრულების შემდეგ, ოდესის "ჩერნომორეციდან" გადავიდა და კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მურტალო. 100% სიმართლე დაწერე შენ ახლა ))) ვერრ გაიგეს ამხალხმა რომ იმ სანაგვიდან რომელსიც ჩვენ ვართ ამოსვლა ასე ადვილად არ მოხდება, საქართველოში ფეხბურთის განვიტარება სწორი მუსაობით შეილება მოხდეს სადღაც 10-15 წელიწადსი ალბატ სხვანაირად არ გამოვა ყველა იმას წერს რატოო არ ჩამოყავს ფიფას ლეგიონერებია, კარგი ლეგიონერება სად უნდაა ჩამოიყვანოს ან ვინ ჩამოვაა და შუქურას სტადიონზე ვინ ითამაშებს ან სხვა რომელიმეე 'სტადიოზე' რომლებსაც ყანასც კი ვეღარ შეადარებ?
0
რაც თავი მახსოვს სულ აშენებენ და აშენებენ... დავბერდით მაგრამ შედეგი არ არის. ვერა ძმაო, ვერ ვაცდით ან რა უნდა ვაცალოთ ვერ გავიგე.
თევდორე
11:41 01-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული