24 წლის ფორვარდი, რომელიც დიდ ხანს "ემპოლიში" ისინჯებოდა და ბოლო ორი სეზონი ლეგა პროს "ტუტოკუოიოში" გაატარა (66 მატჩში 16 გოლი), გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.
"სპეციას" ოფიციალური საიტი მიიჩნევს, რომ ქართველს თანაბრად კარგად შეუძლია თამაში, როგორც შეტევის ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდად.
"სპეცია" გასულ სეზონში მე-8 ადგილზე გავიდა და სერია A-ში გადასასვლე პლეი ოფში ითამაშა, თუმცა წარუმატებლად.
"სპეციას" 46 წლის ფაბიო გალო წვრთნის.