ბაჩანა არაბული: საქართველოდან ჩემი წასვლის ერთ-ერთ მიზეზი ეროვნული ნაკრებია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ბაჩანა არაბული კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ხსენებულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

- ბაჩანა არაბული თბილისის "დინამოდან" უნგრულ "ბალმაზუივაროშში" გადავიდა

არაბულმა პირველი ინტერვიუ Sportall.ge-ს მისცა.

- "დინამომ" სეზონი მთლად კარგად ვერ დაიწყო, თუმცა ორი წრის შემდეგ მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით უსწრებს. რამ განაპირობა ეს ყველაფერი?
- პირველ რიგში, მინდა მთლიანად "დინამოს" ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელსაც "სამტრედიიდან" დაბრუნების შემდეგ ვგრძნობდი. ეს
ყოველივე ჩემს თამაშზე დადებითად აისახა.

რაც შეეხება შედეგს, ვფიქრობ, ის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ძალიან დიდი შრომის ხარჯზე მოვიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი ოჯახივით ვიყავით, რაც კახა კაჭარავას დამსახურებაა. მთელი საქართველო აღნიშნავდა, რომ ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ.

- ეროვნული ლიგის პროგრესზე ბევრი ალაპარაკდა, თუმცა "დინამოს" მაგალითმა სხვა რამ გვიჩვენა - ფეხბურთელები კვლავ მიდიან აქედან... ეს ყველაფერი ეროვნული ჩემპიონატის დონიდან გამომდინარეობს?
- ფაქტია, რომ ჩემპიონატის დონემ იმატა. დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად დონე უფრო გაიზრდება და გულშემატკივარიც დაბრუნდება სტადიონზე.

სხვა ფეხბურთელების რა გითხრათ, აი, მე კი 23 წლის ვარ და საქართველოში რისი მოგებაც კი შემეძლო, ყველაფერი მოვიგე. ახლაც, წამოსვლისას, გუნდი პირველ ადგილზე იყო. ვფიქრობ, დრო იყო, ძალები სხვაგან მეცადა. ახალი ასპარეზი მჭირდება, სადაც ჩემს შესაძლებლობებს დავამტკიცებ.

- სხვა რა ვარიანტები გქონდა და რატომ აირჩიე უნგრეთი?
- რამდენიმე ვარიანტი კი მქონდა, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკა იყო. უნგრეთის ჩემპიონატზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მსმენია, რომ მაღალი დონისაა, რამდენიმე ძლიერი კლუბი თამაშობს და ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაფერი რიგზეა.

- "ბალმაზუივაროშში" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნები თავიდანვე?
- კი. კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე ამ საკითხზე და მხოლოდ შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, კონტრაქტი გამეფორმებინა. შეიძლება გუნდმა ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლოს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი ახლა სათამაშო პრაქტიკაა და უპირატესობა იმ კლუბს მივანიჭე, სადაც ეს მექნება.

- კონტრაქტი რამდენწლიანია?
- ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და უკვე გუნდთან ერთადაც ვივარჯიშე.

- ეროვნულ ნაკრებში "დინამოდან" გამოგიძახეს. შენი აზრით, უნგრეთიდან ნაკრებში მოხვედრა ბევრად გაგიმარტივდება, ვიდრე ეს "დინამოდან" იყო?
- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წავედი, სწორედ ნაკრებია. მწვრთნელისთვის რთულია ფეხბურთელთა გამოძახება ეროვნული ლიგიდან და ნდობა, რაც გასაგებიცაა, რადგან ჩვენი ჩემპიონატი არ არის ჯერ იმ დონეზე, რომ ნაკრები მის ფეხბურთელებს დაეყრდნოს. ამიტომ, ნაკრებში ადგილის დამკვიდრებისთვის წასვლა და უკეთეს ჩემპიონატში თამაში გადავწყვიტე.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემმა ნაცნობმა 2000 ლარიანი სამსახური მიატოვა და პიცას ატარებს ამერიკაში, თან არალეგალია. ამიტომ ამ კაცის არჩევანი არ მიკვირს.
haha
09:25 05-07-2017
2
რასაც ოცი წელი ანგრევდი ერთ წელიწადში ვერ გამოასწორებ თეძოზე როიყავი წამოწოლილი რო ინგრეოდა ეგ ფეხბურთი ნეტა მაშვინ სად იყავი ქომაგო.ასე რო სტადიონზე რო ხალხი დაბრუნდეს ამისთვის დიდი ფულია საჭირო რადგან შენი რესურსებით კარგ გუნდს სამწუხაროდ ვერ შექმნი.
quTaiseli
09:38 05-07-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული